Accessibility links

logo-print

ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება აწყურის ტყეში


ხანძრის კერების ლიკვიდირება ჯერჯერობით კვლავ ვერ ხერხდება ახალციხის რაიონში მდებარე აწყურის ტყეში. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს. მიუხედავად ამისა, სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აწყურში მდგომარეობა სტაბილურია და თუ ჰაერის ტემპერატურა არ მოიმატებს, შესაბამისი სამსახურები ხანძრის ჩაქრობას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შეძლებენ.
XS
SM
MD
LG