Accessibility links

logo-print

გიორგი ხუბუა მისდამი გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მისდამი ბოლო ხანს გამოთქმული ბრალდებები უარყო. გერმანიიდან დაბრუნებულმა გიორგი ხუბუამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აბსურდული უწოდა პრესით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულნი არიან უნიკალური წიგნებით ვაჭრობის ბიზნესში. გიორგი ხუბუას განცხადებით, ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის საქმის გამოძიება სწორედ უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს. რექტორმა უარყო ტენდერების კონკრეტულ მონაწილეთა მფარველობის და მის ხელფასსა და ქონებასთან დაკავშირებული ბრალდებებიც და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, გამოიკვლიონ უნივერსიტეტის საქმიანობა, რადგან დასამალი არაფერი აქვს. ხუბუამ არ გამორიცხა, რომ უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მიზნით, პრესით გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამართალდამცავებს მიმართავს, რათა უნივერსიტეტის პრესტიჟი და ღირსება დაიცვას. დღესვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა საბჭოს განცხადებით, მას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.
XS
SM
MD
LG