Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი მუსულმანი სასულიერო პირი, აბუ ბაკირ ბაშირი


ინდონეზიის პოლიციამ დააპატიმრა ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მუსულმანი სასულიერო პირი, აბუ ბაკირ ბაშირი. გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ბაშირს კავშირი აქვს ახალ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც დასავლეთში მდებარე აჩეს პროვინციაში დაარსდა. ჯგუფს ბრალად სდებენ თავდასხმების მთელი სერიის, მათ შორის ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბან იუდჰოიონოს მკვლელობის დაგეგმვას. ბაშირი ადრეც იყო დაპატიმრებული - 2002 წელს კუნძულ ბალიზე მოწყობილ აფეთქებებთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. აფეთქებებმა 202 ადამიანი შეიწირა, უმეტესწილად უცხოელი ტურისტები. ბაშირი 2006 წელს გამოვიდა ციხიდან ორ წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG