Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქათამაძე: უმჯობესია უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ


საქართველოს ელჩმა უკრაინაში ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. უკრაინულ მე-5 არხს გრიგოლ ქათამაძემ განუმარტა, რომ საქართველოში მოქმედი კანონით ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,” დაწესებულია სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური შეზღუდვები. ქათამაძის განცხადებით, გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სტუმრობისას შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
XS
SM
MD
LG