Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში თითქმის გაორმაგდა სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი


მოსკოვის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ანდრეი სელცოვსკის განცხადებით, უჩვეულო სიცხის შედეგად, დედაქალაქში თითქმის გაორმაგებულია სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი. სელცოვსკის ამ განცხადებამდე დღეების მანძილზე არ გავრცელებულა ოფიციალური ცნობა შედეგებზე, რომლებიც მაღალი ტემპერატურისა და სმოგის გამო მოსკოვში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე აისახება. მოსკოვში ბევრი ნიღაბს იკეთებს დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. მოსკოვის ამ მკვიდრთა შორის არის ელენა: „საშინელებაა, ძალიან ძნელია ამდენი კვმალის გამო. თვალები მტკივა. მაგრამ რას იზამ? სამსახურში წასვლა გიწევს“. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობის განცხადებით, მოსკოვში გარდაცვლილების რიცხვი, ამჟამად დღეში 700-ს აღწევს, მაშინ როცა ჩვეულებრივი საშუალო მაჩვენებელია 360-380.
XS
SM
MD
LG