Accessibility links

logo-print

ავღანეთში ორი ადამიანი დაიღუპა თალიბანის იერიშების შედეგად


ნატოს განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. გასული კვირის მიწურულს კი მეამბოხეებმა ავღანელი ბავშვი მოკლეს ნატოს ჯარებთან შეტაკებისას. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების პრეს-მდივნის განცხადებით, ავღანელი ბავშვი კვირას მოკლეს აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში, ამერიკელების საგუშაგოზე მეამბოხეების იერიშის დროს. ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომისიამ კვირას გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს ავღანეთში 1325 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, უმეტესწილად, თალიბი ექსტრემისტების მიერ.
XS
SM
MD
LG