Accessibility links

logo-print

მოლდავეთის ქართული სათვისტომოს წევრებმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს


მოლდავეთის ქართული სათვისტომოს წევრებმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს შენობასთან. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და შინ დაბრუნების საშუალება მისცეს ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. დღესვე, მოგვიანებით, რუსეთის საელჩოსთან მოეწყო კიდევ ერთი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები, სააგენტო „ინფო-პრიმ ნეოს“ ცნობით, ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. სააგენტოს მოჰყავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის იულია პეტუხოვას სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცავდეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს. „ჩვენ მოვუწოდებთ მოლდავეთის მთავრობას, მიბაძოს მოსკოვის მაგალითს და აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, თქვა პეტუხოვამ.
XS
SM
MD
LG