Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: მალხაზ თოფურია


მალხაზ თოფურია, ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი

მალხაზ თოფურია, ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი

10 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მალხაზ თოფურია. ”ქართული ლეგიონი” ოფიციალურად 9 აგვისტოს დაფუძნდა, მას სათავეში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგა და მასში ის ყოფილი სამხედრო პირები გაერთიანდებიან, რომლებიც თავდაცვის უწყებიდან სხვადასხვა მიზეზების გამო დაითხოვეს. ლეგიონის რიგებში დგანან ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანები, სამხედრო ექსპერტები. როგორც მალხაზ თოფურიამ რადიო ”თავისუფლების” დილის ეთერში განაცხადა, ლეგიონის შექმნის მიზეზი, არა მხოლოდ წუხილის გამოხატულება იყო წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, არამედ უპირველეს ყოვლისა მათ სამომავლო გეგმები აქვთ: ”ჩვენ გვინდა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მშენებლობაში, გვაქვს ამ კუთხით გარკვეული მონახაზები გაკეთებული და გვაქვს შეთავაზებაც ხელისუფლებისადმი და ძალიან კარგი იქნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება ჩვენს შეთავაზებას განიხილავს მაინც. თავად კონცეფციას კი მაღალკვალიფიციური სამხედრო პირები შექმნიან”, - ამბობს მალხაზ თოფურია.
XS
SM
MD
LG