Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მნიშვნელოვან ზრდაზე აცხადებს


გაეროს დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავღანეთის კონფლიქტში მოკლული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 31%-ით გაიზარდა. მსხვერპლის დაახლოებით სამი მეოთხედზე პასუხისმგებლობა ანტი-სამთავრობო ძალებს ეკისრება. ავღანეთში გაეროს წარგზავნილმა სტაფან დე მისტურამ ქაბულში ანგარიშის გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, კონფლიქტით გამოწვეული მსხვერპლი იზრდება. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გაეროს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 1271 ავღანელი დაიღუპა და 1997 - დაიჭრა. შემთხვევათა 76%-ში ბრალი ანტი-სამთავრობო ძალებს მიუძღვის. შარშან ეს მაჩვენებელი 53% იყო. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის 386 შემთხვევა, ანუ 12 პროცენტი აშშ-ის, ნატოსა და სხვა პრო-სამთავრობო ძალების ბრალია. ანგარიშში წერია, რომ 55%-ით გაიზარდა ბავშვების დაღუპვის შემთხვევები. 2010 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში 176 ბავშვი მოკლეს და 389 - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG