Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ პაკისტანში მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილეს


ცენტრალური პაკისტანის მთავარ ქალაქ მუზაფარგარს 250 ათასამდე ადამიანი ტოვებს. ამის მიზეზი კი არის ხელისუფლების გაფრთხილება მოსალოდნელი წყალდიდობისა და ტერიტორიის დატბორვის შესახებ. გაფრთხილება ღამით მეჩეთებიდან გაავრცელეს და მოსახლეობას შემაღლებული ადგილებისა და სხვა ქალაქებისკენ გაქცევისკენ მოუწოდეს. გაეროს თანამშრომლების თქმით, პაკისტანში წყალდობა 14 მილიონამდე ადამიანს შეეხო, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე 2004 წელს ინდოეთის ოკეანის ცუნამის, 2005 წლის ქაშმირის მიწისძვრისა და 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრის დროს, ერთად აღებულის დროს. თუმცა, თითოეული ამ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა აჭარბებს პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას.
XS
SM
MD
LG