Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ნავთობის აკადემიაში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


აზერბაიჯანში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამ პირს, რომელსაც გასული წლის აპრილში ნავთობის აკადემიაში ცეცხლის გახსნაში ედება ბრალი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საქართველოში დაბადებულმა ფარდა გადიროვმა პისტოლეტიდან გასროლით მოკლა 12, დაჭრა 13 ადამიანი და შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის მაშინ სასამართლოში საქართველოში დაბადებული კიდევ 4 პირი წარდგა. სამ მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მეოთხეს კი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიების მასალებით, მკვლელობა ნაციონალური ზიზღის საფუძველზეა ჩადენილი. განსასჯელებმა ეს ვერსია უარყვეს და განაცხადეს, რომ აღიარებითი ჩვენება წამების ქვეშ მიცეს.
XS
SM
MD
LG