Accessibility links

ფილიპ კროულის ბრიფინგზე აგვისტოს ომის შედეგზე ჰკითხეს


9 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს - ფილიპ კროულის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: ”გუშინ საქართველოში ომის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა. ორი წლის შემდეგაც რუსები კვლავაც ძლიერად აკონტროლებენ ორ ტერიტორიას. ხომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ომის შემდგომი დიპლომატიის მარცხია?”. ფილიპ კროულის პასუხი: ”სახელმწიფო მდივანი ახლახან იმყოფებოდა საქართველოში, მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, მან მოუწოდა რუსეთს საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული და ორი პრეზიდენტის - მედვედევისა და სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღიარებისკენ. არსებობს ჟენევის პროცესი, რომელზეც დროდადრო ეს საკითხები განიხილება. ჩვენი სურვილია - რუსეთმა სრულად დაიცვას ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ მომავალშიც მოვუწოდებთ რუსეთს სრულად თანამშრომლობისა და ვალდებულებების შესრულებისკენ”.
XS
SM
MD
LG