Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მეწყრების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ჩინეთში მეწყრების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დიაღუპა, კიდევ 1000-ზე მეტი - დაკარგულად არის მიჩნეული. მათ მაშველები ეძებენ. მეწყრები შაბათს ჩამოწვა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე განსუს პროვინციაში. ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა, ტალახის და ქვების ნაკადმა, სულ ცოტა, სამი სოფელი დაფარა. იმავდროულად, ჩინეთს წყალდიდობების პრობლემასთან უწევს გამკლავება. საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, პერმიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის წევრები მიიწვია საგანგებო სხდომაზე, კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG