Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 ოქტომბრისთვის საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 10 ოქტომბერს გაიმართება. თარიღი გამოცხადდა განკარგულებით, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ. გარდა ამისა, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა სამხრეთში მდებარე რეგიონებში, სადაც ეთნიკურმა დაპირისპირებამ ივნისში 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 400 000-მდე ადამიანი, უმეტესწილად, უზბეკები, დევნილებად აქცია. ყირგიზეთის მთავრობის პრეს-მდივნის განცხადებით, კომენდანტის საათი დღეიდან გაუქმდება სამხრეთში მდებარე ქალაქებში, ოშასა და ჯალალ-აბადში, ისევე როგორც ზოგ მიმდებარე რეგიონში.
XS
SM
MD
LG