Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა სამეგრელოში


ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო სამეგრელოს მოსახლეობასთან, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იგეგმება.

სახალხო-საყოველთაო კომისიის წევრები ამ მიზნით ზუგდიდში ჯერ კიდევ მარტის თვეში იმყოფებოდნენ. ავთანდილ დემეტრაშვილმა გამგეობის სხდომათა დარბაზში შეკრებილ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მოსახლეობის ნაწილს ახალი კონსტიტუციის შინაარსი და მისი მომზადება-შემუშავების ძირითადი მომენტები გააცნო.

ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების შეტანას და მისი დაჩქარებული წესით დამტკიცებას ემხრობა იურისტი ნონა თოლორაია, რომელიც ამავდროულად პარტია ”რესპუბლიკელების” წარმომადგენელია სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ამჟამად ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ. მისგან განსხვავებით, ინტერვიუზე უარი არ უთქვამთ ზუგდიდელებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ქალაქის ქუჩებში გაესაუბრა.
XS
SM
MD
LG