Accessibility links

logo-print

გაეროს მონაცემებით, მკვეთრად იმატა მსხვერპლმა ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ავღანეთში 31 პროცენტით გაიზარდა დახოცილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების რიცხვი. ამავე დროს, იკლო ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების ოპერაციებით გამოწვეულმა სამოქალაქო მხსვერპლმა. ანგარიში დღეს ქაბულში წარმოადგინა ავღანეთში გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა, სტაფან დე მისტურამ. ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით, წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაიღუპა 1271 და დაიჭრა 1997 ავღანელი. ამასთან, მეამბოხეების თავდასხმებს მოჰყვა მსხვერპლის 76 პროცენტი. შარშან ეს მაჩვენებელი 53 პროცენტს შეადგენდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ნატოსა და ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერი სხვა ძალების ოპერაციების შედეგად 386 ადამიანი დაიღუპა, ან დაიჭრა, რაც მთელი მსხვერპლის 12 პროცენტს შეადგენს, ანუ, შარშანდელ 30 პროცენტზე ნაკლებს.
XS
SM
MD
LG