Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გარევაჭრობა აიკრძალა


თბილისის მერმა გიგი უგულავამ გარევაჭრობის აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ბაზრობათა 15 ათასამდე მოვაჭრის მოთხოვნა დაასახელა. უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაზრობებთან 4 ათასი გარემოვაჭრე მუშაობს, ბაზრებში კი, დაახლოებით 6 ათასი ადგილია თავისუფალი, რაც ვაჭრობის არათანაბარ პირობებს ქმნის. თბილისის მერის თქმით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე მუშაობას წლის ბოლომდე უფასოდ სთავაზობენ. მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებისთვის რამდენიმე ახალი ბაზარიც შეიქმნა.
XS
SM
MD
LG