Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს


თბილისში კვლავ აიკრძალა გარევაჭრობა, რის გამოც, დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტს არ სთავაზობს, ბაზრობების ტერიტორიაზე ვაჭრობისთვის დაწესებული თანხის გადახდა კი, მათ არ შეუძლიათ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელმაც პოლიცია მეტროსადგურ ”დელისთან” გარემოვაჭრეების დარბევაში დაადანაშაულა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პუშკინის სკვერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და გარემოვაჭრეების უთანხმოება მოხდა. ადამიანები, რომლებიც დღემდე ამ ტერიტორიაზე წიგნებით და სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობდნენ, აცხადებენ, რომ ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
XS
SM
MD
LG