Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კროული: აშშ-ს სურს, რომ რუსეთმა ვალდებულებები შეასრულოს


აშშ-ის ადმინისტრაციამ კვლავ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ აღნიშნა, რომ თბილისში ამასწინანდელი ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. კროულის თქმით, აშშ-ს სურს, რომ რუსეთმა ვალდებულებები შეასრულოს და მოსკოვს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG