Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ ბოდიში მოიხადა კორეის წარსული კოლონიზაციისთვის


იაპონიის მთავრობამ ბოდიში მოიხადა წარსულში კორეის ნახევარკუნძულის კოლონიზაციისათვის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი ღრმა სინანულს გამოხატავს, როგორც ის აღნიშნავს, „ტანჯვის“ გამო, რომელიც კორეას მიაყენეს იაპონიის მმართველობის დროს, 1910-1945 წლებში. ბოდიში, რომელსაც იაპონიის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მიემხრნენ მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, წინ უსწრებს სამხრეთ კორეის მიერ 15 აგვისტოს იაპონიის მმართველობისაგან გათავისუფლების მორიგი წლისთავის აღნიშვნას. სამხრეთი კორეა იაპონიის განცხადებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტოკიოს ბოდიში დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ახალ ეტაპს.
XS
SM
MD
LG