Accessibility links

ეგვიპტე საათს დროებით უკან გადაწევს


ეგვიპტემ გადაწყვიტა, საათი დროებით უკან გადაწიოს და დღეიდან ზაფხულის დროის სისტემა დროებით შეწყვიტოს, რათა მორწმუნე მაჰმადიანებს წმიდა თვე რამადანის დროს მარხვის დაცვა გაუადვილდეთ. მთავრობის თანახმად, ამ ნაბიჯის შედეგად, მზის ჩასვლა უფრო ადრე მოხდება და მარხვის დასრულება დაჩქარდება. რამადანის დროს მორწმუნე მაჰმადიანები დღის განმავლობაში თავს იკავებენ საკვებისა და სასმელის მიღებისგან, ასევე თამბაქოს მოწევისა და სექსისგან.
XS
SM
MD
LG