Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 700 ადამიანი დაიღუპა


ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს მიაღწია. ჩინეთი არ კარგავს იმედს, რომ გადარჩენილების პოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 1000 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიის ადგილას 10 000 ჯარისკაცზე მეტი მუშაობს. რამდენიმეკვირიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციები დატბორა. სტიქიამ მთლიანად წალეკა რვა დასახლებული პუნქტი და ექვსი სოფელი.

XS
SM
MD
LG