Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის წყალდიდობა ზარალის მასშტაბურობით ჰაიტის მიწისძვრას აღემატება


გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პაკისტანში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული 14 მილიონი ადამიანის დახმარებაში. როგორც გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, პაკისტანში მომხდარი წყალდიდობა, ზარალისა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით სცილდება 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრასაც კი. პაკისტანში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელის ჯან მორის რიპერტის განცხადებით პაკისტანს მილიარდობით დოლარი დასჭირდება იმისათვის, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ წყალდიდობას გაუმკლავდეს.

XS
SM
MD
LG