Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ირანის ხელისუფლებას მიმართავს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიმართავს ირანის ხელისუფლებას არ დაუშვას ირანში ადამიანის უფლებათა დამცველთა და სხვა ირანელი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის ფაქტები. სახელმწიფო მდივანმა მაგალითად მოიყვანა 18 წლის ირანელი ბიჭი, რომელსაც ირანის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო გამოუტანა. გარდა ამისა, ჰილარი კლინტონმა ისაუბრა ირანელი ქალის ქვებით ჩაქოლვის მცდელობის ფაქტზეც, რომელსაც ბრალი ცოლ-ქმრულ ღალატში ედება. კლინტონი შეშფთებას გამოთქვამს იმ ირანელთა ბედის გამოც, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ელის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგეგ, მათ არჩევნების შედეგებს პროტესტი გამოუცხადეს.

XS
SM
MD
LG