Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დილის 07:00 საათიდან დაიწყო


ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დღეს დილის 07:00 საათიდან დაიწყო. დევნილების გამოსახლების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

შენობასთან სატვირთო მანქანებზე დევნილების ნივთებს ტვირთავენ და შენობას ცლიან. დევნილები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, წასასვლელი არსად აქვთ და არც არაფერს სთავაზობენ. ნაწილს სთავაზობენ ზუგდიდის რაიონის სოფლებში ორულში და ფოცხოში საცხოვრებელ სახლებს, თუმცა ამაზე უარს ამბობენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით მოითხოვენ. დევნილებთან წუხელ მთელი ღამე იმყოფებოდნენ "ხალხის პარტიის" წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე და "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი. როგორც ”ინტერპრესსნიუსს” ჩხარტიშვილმა განუცხადა, პოლიციამ ისინი 07:00 საათზე ძალის გამოყენებით გაიყვანა შენობიდან და გამოსახლება დაიწყო. აღნიშნულ შენობაში სულ 700 ოჯახამდე ცხოვრობს, ძირითადად კოდორის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილები. შედარებით ნაკლები დევნილია ცხინვალის რეგიონიდან.

XS
SM
MD
LG