Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს გარემოვაჭრეებმა


თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს გარემოვაჭრეებმა, რომლებიც 10 აგვისტოდან აკრძალული გარე ვაჭრობის აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი მცირე რაოდენობის საქონლით ვაჭრობენ და არა იმ მასშტაბით, რომ მერიის შეთავაზებას დათანხმდნენ და ბაზრობების ტერიტორიაზე იმუშავონ. თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე გადასახადის გარეშე ვაჭრობა წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ დაწესებულ თანხას, მცირე შემოსავლის გამო, ვერც ახალი წლიდან გადაიხდიან.
XS
SM
MD
LG