Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა გამოსახლებას ესწრებოდნენ ევროკავშირის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები


დევნილთა გამოსახლების პროცესს თვალ-ყურს ადევნებდნენ ევროკავშირის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, თუმცა, კომენტარზე მათ უარი თქვეს. ყოფილი რუსული სამხედრო შტაბის შენობასთან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის თამარ ზუბაშვილის განცხადებით, რამდენიმე პირი დაკავებულია. ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დევნილებისგან ახსნა-განმარტებები მიიღეს და მათი შესწავლის და უფლებათა დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG