Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების გამოსახლებას პროტესტი და სამართალდამცავებთან უთანხმოება მოჰყვა


პოლიციის მონაწილეობით, დევნილები გამოასახლეს თბილისში, ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის მთავარი შტაბის შენობიდან, რასაც პროტესტი და სამართალდამცავებთან უთანხმოება მოჰყვა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ ესაიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დევნილები, რომლებმაც ყოფილი სამხედრო შტაბის შენობა, თავის დროზე, თვითნებურად დაიკავეს, შენობის დატოვების შესახებ, 1 თვის წინ გააფრთხილეს. მისივე განმარტებით, გასახლებული დევნილების ნაწილმა 10 ათასი დოლარის კომპენსაცია უკვე მიიღო, ნაწილი კი - მიიღებს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დევნილთა დიდი ნაწილი კომპაქტური ჩასახლების ადგილებში საკუთრებას უკვე ფლობს. თავის მხრივ, დევნილები ადასტურებენ, რომ შენობის დაცლის თაობაზე გააფრთხილეს, თუმცა, კონკრეტული დღე მათთვის არავის უცნობებია და დილის 6 საათზე მათი გასახლება მოულოდნელად დაიწყეს. აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი ამბობს, რომ არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია, სამეგრელოს რეგიონში შეთავაზებულ დასახლებებში კი, იმ მიზეზით ვერ იცხოვრებენ, რომ ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
XS
SM
MD
LG