Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრის ახალი კერები გაჩნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში


ხანძრის ახალი კერები გაჩნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ადიგენის რაიონის ტყეში სტიქიას 70-მდე მეხანძრე და მაშველი ებრძვის. მე-8 დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება ახალციხის მახლობლად მდებარე აწყურის ტყეში. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე 25 ჰექტარია განადგურებული. თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დამწვარი ფართობი მინიმუმ 70 ჰექტარია.
XS
SM
MD
LG