Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი სენატს მოუწოდებს "სტარტის" ახალი ხელშეკრულების რატიფიცირებისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს გამოთქვა რწმენა, რომ სენატი "სტარტის" ახალი ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს. საქმე ეხება ამერიკა-რუსეთის ახალ ხელშეკრულებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ. ამასთან, კლინტონმა კანონმდებლებს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ხელშესაწყობად. "სტარტის" ძველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადადო ახალ "სტარტზე" კენჭისყრა. კლინტონმა დღეს გამოთქვა რწმენა, რომ რესპუბლიკელების რიგებში საკმარისი რაოდენობის მომხრეები ჰყავს ხელშეკრულებას, რომელსაც აპრილში მოაწერეს ხელი პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა.
XS
SM
MD
LG