Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - პაკისტანის დასახმარებლად დაუყოვნებლივ არის საჭირო 460 მილიონამდე დოლარი


გაერო აცხადებს, რომ პაკისტანში წყალდიდობით მილიონობით დაზარალებულის დასახმარებლად დაუყოვნებლივ არის საჭირო თითქმის 460 მილიონი დოლარი. გაეროს ჰუმანიტარული ოფისის ხელმძღვანელმა ჯონ ჰოლმსმა განაცხადა, რომ დაზარალებულებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები, სასმელი წყალი, ჰიგიენის საშუალებები და სამედიცინო დახმარება. 459 700 000 დოლარის საჭიროებაზე განცხადებამდე, გაერომ მოახერხა 150 მილიონი დოლარის მობილიზაცია, თუმცა, 300 მილიონი კვლავაც საჭიროა. ჰოლმსის განცხადებით, გაერომ 71 მილიონი დოლარი გამოყო. პაკისტანში გაეროს წარმომადგენელმა მაურიციო ჯულიანომ განაცხადა, რომ პაკისტანში 14 მილიონი ადამიანი, მათ შორის - 6 მილიონი ბავშვი დაზარალდა და დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება იმისათვის, რომ გადარჩეს. შეერთებულმა შტატებმა გაასამმაგა პაკისტანის დასახმარებლად განკუთვნილი ვერტმფრენების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG