Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: აშშ ერაყში სამხედრო მისიას ასრულებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კმაყოფილია, რომ აშშ-ს შეუძლია მიმდინარე თვის ბოლოს ამოწუროს სამხედრო როლი ერაყში და მისმა ჯარმა, გეგმის მიხედვით, 2011 წლის ბოლოსთვის დატოვოს ერაყი. ობამა შეხვდა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ ჯეიმს ჯონსს და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა ერაყში აშშ-ის სარდალს, გენერალ რეი ოდიერნოს. აშშ-ის პრეზიდენტს ერაყიდან ჯარის გაყვანის პროცესზე მოახსენეს. თეთრი სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის თქმით, ობამას მიაწოდეს აგრეთვე ინფორმაცია მთავრობის ჩამოყალიბებაში ერაყის წარუმატებელ მცდელობებზე. გენერალ ოდიერნოს პრეზიდენტისთვის უთქვამს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ერაყში უმჯობესდება და ერაყის ძალები მზად არიან ქვეყნის გაკონტროლებისთვის.
XS
SM
MD
LG