Accessibility links

logo-print

რუსეთში ხანძრით მოცული რჩება 80 ათასი ჰექტარი ფართობი


რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრით მოცული ფართობები 10 ათასი ჰექტრით შემცირდა. 500-ზე მეტ ადგილას, სულ 80 ათას ჰექატრზე ხანძარი კვლავაც გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, თავის დროზე ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად რადიაციით დაბინძურებულ ტყეებში ხანძარს გაჩენის დღესვე აქრობენ იმისათვის, რომ რადიაციული ნაწილაკები კვლავ ჰაერში არ გაიფანტოს. უწყების ცნობით, რადიაციის დონე არ აწეულა. საგანგებო ავიაციის გამოყენების შედეგად, მოსკოვის ოლქში ტყეებში ხანძრით მოცული ფართობი თითქმის მეოთხედით შემცირდა. მოსკოვში მომდევნო დღეებში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარს ელიან, რაც დედაქალაქს კვამლისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. მომდევნო კვირის დასაწყისში სინოპტიკოსები რუსეთის ევროპულ ნაწილში სიცხის დაწევას მოელიან.
XS
SM
MD
LG