Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია იორდანიშვილი


ნათია იორდანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი
ნათია იორდანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი
12 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი. საუბრის თემა უკანასკნელ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის თბილისშიც გაჩენილი ხანძრის კერები იყო. როგორც ნათია იორდანიშვილი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნავს, 12 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბორჯომში თითქმის ლიკვიდირებულია ხანძარი. რაც შეეხება მეორე კერას, აწყურს, იქ, ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. გუშინ საღამოს ადიგენში, სოფელ დარცელთან ახალი კერა გაჩნდა, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა: ”სამწუხაროდ, ხანძრის კერები დღითიდღე მრავლდება, რადგან რეგიონში ძალიან ბევრი დამსვენებელია. ხანძართან ბრძოლის პარალელურად, დაუდევრობის წყალობით ჩნდება ახალ-ახალი კერები. დღეს საღამოს, როდესაც ბორჯომში საბოლოოდ გახდება შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება, შესაძლებელი გახდება, თავად ფართობში შესვლა და ზარალისა და გამომწვები მიზეზების დადგენა. რაც შეეხება აწყურს, იქ ფართობში შესვლა ჯერ ვერ ხერხდება. ამ ეტაპში ყველაზე ცხელ კერად კვლავ აწყური რჩება. ამას ამინდი, მაღალი ტემპერატურაც უწყობს ხელს”, - ამბობს ნათია იორდანიშვილი.
XS
SM
MD
LG