Accessibility links

logo-print

რუსეთში ხანძრები ჩერნობილის რადიაციის გამწვავების საფრთხეს ქმნის


რუსეთში ხანძრებს უკავშირდება საფრთხე, რომ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის დროინდელი რადიოაქტიური ნაწილაკები ისევ ჰაერში გაიბნევა დასავლეთში მდებარე რეგიონებში. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, ამ კვირაში ბრიანსკის რაიონში ხანძრის, სულ ცოტა, ექვსი კერა აღმოაჩინეს და ჩააქრეს. რუსეთში ბრაინსკი მიეკუთვნებh იმ რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა 1986 წელს უკრაინაში, ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორზე მომხდარმა ავარიამ. რუსეთის საგანგებო მდგომაროებათა სამინისტრო გასულ კვირაშიც იუწყებოდა ხანძრების შესახებ, მაგრამ აცხადებდა, რომ ყველა ჩააქრეს.
XS
SM
MD
LG