Accessibility links

logo-print

რუსეთში „კურსკის“ ჩაძირვის მე-10 წლისთავს აღნიშნავენ


რუსეთში ატომურ წყალქვეშა ნავ „კურსკის“ ჩაძირვის მე-10 წლისთავს აღნიშნავენ. „კურსკი“, რომელიც რუსეთის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის წყალქვეშა ნავებს მიეკუთვნებოდა, 2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში მანევრების დროს ჩაიძირა. დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი. ოფიციალური ვერსიით, კატასტროფა გამოიწვია ტორპედოს აფეთქებამ წყალქვეშა ნავის ქიმზე. რუსეთის ყველა ფლოტმა საგანგებო სამგლოვიარო ცერემონიებით მიაგო პატივი დაღუპულების ხსოვნას.
XS
SM
MD
LG