Accessibility links

logo-print

აშშ-ისთვის სიახლეს არ წარმოადგენს აფხაზეთში ეს-300 განთავსება


აშშ-ის ადმინისტრაციისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-300 განათავსა - ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ. დიპლომატის თქმით, მსგავსი სისტემა რუსეთს აფხაზეთში უკვე 2 წელია აქვს, თუმცა, გაზარდა, თუ არა მისი რაოდენობა, აშშ-ისთვის უცნობია. აფხაზეთში ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების შესახებ ოთხშაბათს განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ზელინმა. რუსეთის მოქმედება საშიშ პროვოკაციად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც, მისივე განცხადებით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გადამწყვეტ ზომებს მიმართოს, რათა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია შეწყვიტოს და მათი დეოკუპაცია მოახდინოს.
XS
SM
MD
LG