Accessibility links

logo-print

დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა პრეზიდენტს აქცია გაუმართეს


დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან

დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციაზე გარემოვაჭრეები და დევნილები შეიკრიბნენ.

სხვადასხვა ობიექტიდან გამოსახლებული იძულებით გადაადგილებული ადამიანები საცხოვრებელი ფართების რეგისტრირებას მოითხოვენ, მოვაჭრეები კი, 10 აგვისტოდან აკრძალული გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის გამოჩენამ. დევნილებმა ამ სამინისტროს ხელმძღვანელის კობა სუბელიანის გადადგომა მოითხოვეს.

საპროტესტო აქციას ორგანიზება კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა გაუწიეს. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხუთშაბათი დევნილების სოლიდარობის დღედ გამოცხადდა და ყოველ ხუთშაბათს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები გაიმართება.
XS
SM
MD
LG