Accessibility links

logo-print

ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


შეერთებული შტატების გეოლოგიური უწყების ცნობით, ეკვადორი შეარყია მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 6,9-ს აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალქ კვიტოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 154 კილომეტრში მდებარეობდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური უწყების განცხადებით, მიწისძვრას, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია ცუნამი. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG