Accessibility links

logo-print

გალში ქართულ მედიკამენტებს კონტრაბანდად აფასებენ


ოკუპირებული გალის რაიონში არსებულ საავადმყოფოებს რუსეთიდან მივლინებული რევიზორები ამოწმებენ - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოდან აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, რუსი ჩინოვნიკები მესამე დღეა საბუთებს ამოწმებენ და საავადმყოფოს აფთიაქს აღწერენ.

ნაბაკეველი ექიმის განმარტებით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც რევიზორებმა ქართული წარმოების მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის გამო, მოსკოვიდან მივლინებულმა სპეციალურმა კომისიამ მედპერსონალისგან მოითხოვა განმარტება, თუ საიდან და რატომ აქვთ ქართული წარმოების მედიკამენტები და ვინ მონაწილეობს კონტრაბანდაში.

რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ თავად აფხაზური ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ გალის რაიონის საავადმყოფოები ქართული წამლებით მარაგდებოდა და პერსონალს ხელფასს საქართველოს მთავრობა უხდიდა.

კიდევ რამდენ ხანს დარჩება რუსული რევიზია ოკუპირებულ გალის რაიონში, ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG