Accessibility links

წყალქვეშა ნავების ავარიების ქრონოლოგია



1968 წლის მაის-ივნისი - ვირჯინიაში, ნორფოლკის აღმოსავლეთით, შეერთებული შტატების წყალქვეშა ნავი „სკორპიონი“ ჩაიძირა. ხომალდზე 99 მეზღვაური იმყოფებოდა.

1970 წლის 4 მარტი
- ხმელთაშუა ზღვაში ეკიპაჟის 57 წევრთან ერთად ჩაიძირა საფრანგეთის წყალქვეშა ნავი „ევრიდისი“.

1970 წლის 12 აპრილი - „საბჭოთა ნოემბრის“ კლასის მოიერიშე ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა ატლანტიკის ოკეანეში, ესპანეთის სანაპიროსთან. გემთან ერთად დაიღუპა ეკიპაჟის 88 წევრი.

1985 წლის 10 აგვისტო - ჩაზმის ყურეში, ვლადივოსტოკთან ახლოს, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, რუსეთის წყალქვეშა ნავის აფეთქებამ ჰაერში ატყორცნა რეაქტორის სახურავი, რის გამოც უგზო-უკვლოდ დაიკარგა რეაქტორში მომუშავე 10 ადამიანი.

1989 წლის 7 აპრილი - საბჭოთა მოიერიშე კლასის წყალქვეშა ნავი ჩაიძირა ნორვეგიის ჩრდილოეთით. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის 42 წევრი დაიღუპა.

2000 წლის 12 აგვისტო - ბარენცის ზღვის ფსკერზე ჩაიძირა რუსეთის წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 118 მეზღვაურთან ერთად, სავარაუდო შეჯახებისას გემბანზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ყველა მეზღვაური დაიღუპა.

2001 წლის 9 თებერვალი - 360 ფუტის სიგრძის ამერიკული წყალქვეშა ნავი „გრინვილი“ პერლ ჰარბოში შეეჯახა იაპონიის ტრაულერს. დაიღუპა თევზმჭერ კატარღაზე მყოფი 9 სამოქალაქო პირი.

2005 წლის იანვარი - შეერთებული შტატების ბირთვული წყალქვეშა ნავი „სან ფრანცისკო“ ჩაიძირა გუამთან, წყნარ ოკეანეში. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი და 23 დაშავდა.

2005 წლის 6 სექტემბერი - „ვიქტორ 3“-ის ტიპის მოსკოვის წმინდა დანიელის სახელობის რუსული სამხედრო წყალქვეშა ნავის გემბანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა.

2007 წლის 21 მარტი
- არქტიკაში მიმდინარე წვრთნის დროს ბირთვულ წყალქვეშა ნავ „ტაირლესზე“ დაიღუპა ორი ბრიტანელი სამხედრო.

2008 წლის 9 ნოემბერი - წყნარ ოკეანეში წვრთნისას ავარია მოხდა რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავში. დაიღუპა ეკიპაჟის 20 წევრი, 21 დაშავდა.
XS
SM
MD
LG