Accessibility links

logo-print

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენეთის ნავთობის გადაქაჩვაც დაიწყეს


BP აზერბაიჯანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში უკვე თურქმენეთის ნავთობიც მიედინება. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში, ბაქოელმა ექსპერტმა ილჰამ შაბანმა განაცხადა, რომ ორ დღეში ერთხელ თურქმენეთიდან ტანკერების მეშვეობით 5000-მდე ტონა ნავთობი ჩააქვთ ბაქოში. გეგმით გათვალისწინებულია ამ მოცულობის გაორმაგება აგვისტოს მიწურულის, ან სექტემბერის დასაწყისისთვის. თურქმენეთს, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტის დივერსიფიცირებას ცდილობს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს რუსეთზე გამავალ მარშრუტს.
XS
SM
MD
LG