Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი პირველად ეწვია სტიქიით დაზარალებულ რეგიონს


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი დღეს წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონს ეწვია - სტიქიური უბედურების დაწყებიდან პირველად. პაკისტანში პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ შეწყვიტა გასული კვირის ვიზიტი ევროპაში და უფრო ადრე არ ეწვია რეგიონებს, რომლებიც პაკისტანის ისტორიაში უმწვავესმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა მოიცვა. პაკისტანის განცხადებით, წყალდიდობების შედეგად 14 მილიონი ადამიანი დაზარალდა. გაეროს ინფორმაციით, დაიღუპა 1600 ადამიანი, თუმცა ისლამაბადი 1340-ზე მეტის დაღუპვას ადასტურებს. გაერო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეგროვდეს 460 მილიონი დოლარი ყველაზე მეტად დაზარალებულების დასახმარებლად. გრძელვადიან დახმარებას, ასევე გაეროს შეფასებით, მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG