Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის დედაქალაქში დასახმარებლად ჩავიდა აშშ-ის გემი


პაკისტანის დედაქალაქში, გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩავიდა აშშ-ის გემი, რომელზეც ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. რამდენიმე ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა განცხადება, რომ პირველადი დახმარების სახით, ქვეყანას 71 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პაკისტანის ხელისუფლება კრიტიკის საგნად იქცა, რადგან მან არასაკმარისად სწრაფად იმოქმედა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად. წყალდიდობამ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 7 მილიონი უსახლკაროდ დატოვა. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ მხოლოდ გუშინ მოახერხა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მონახულება ქალაქ სუკურში.

XS
SM
MD
LG