Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჩამჩირეში რუსეთის მეხუთე სასაზღვრო კატარღა შევიდა


ოჩამჩირეში რუსეთის მეხუთე სასაზღვრო კატარღა შევიდა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება. ოჩამჩირის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კატარღა "მანგუსტის" მოვალეობაა "აფხაზეთის სასაზღვრო წყლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა". პორტში მესაზღვრეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ძველი საზღვაო ტრადიციის მიხედვით, "მანგუსტის" კაპიტანს შემწვარი გოჭი მიართვეს. 2009 წლის დეკემბერში რუსეთის კატარღები ოჩამჩირეში "აფხაზეთის საზღვაო საზღვრის დასაცავად" შევიდნენ. ისინი ასევე აცილებენ გემებს, რომლებიც "აფხაზეთის ტერიტორიული წყლებისაკენ" მიემართებიან. მათსავე მოვალეობაშია შავი ზღვის ფლოტის გემების ნეიტრალური წყლებისაკენ გაცილება. აფხაზეთში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს რუსი მესაზღვრეების დანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც ათასზე მეტი ადამიანი შედის. დაცვაზე აყვანილია 350 კილომეტრზე მეტი "სახელმწიფო საზღვარი".
XS
SM
MD
LG