Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიას კოლონიალიზაციისთვის ბოდიშის მოხდა მოთხოვა


ჩრდილოეთმა კორეამ მოუწოდა იაპონიას, ბოდიში მოუხადოს მას და კომპენსაცია გადაუხადოს 1910-დან 1945 წლამდე კოლონიალიზაციის გამო. ჩრდილოეთი კორეა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს იაპონიასთან, ღრმადაა განაწყენებული იაპონიაზე იმის გამო, რომ კორეელებს ძალით ამუშავედნენ და პროსტიტუციას აიძულებდნენ. 10 აგვისტოს იაპონიამ ბოდიში მოიხადა კორეის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო. მაგრამ ბოდიშის შესახებ დოკუმენტი ცალკე არ ეხება ჩრდილოეთ კორეას.
XS
SM
MD
LG