Accessibility links

დევნილები ისანში მდებარე ე.წ. რუსული ჰისპიტალიდან გამოასახლეს


დღეს დევნილები გამოასახლეს თბილისში, ისანში მდებარე შენობიდან, რომელიც რუსული ჰისპიტალის სახელით იყო ცნობილი. შენობაში 2 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან დევნილები. ნაწილმა ახალი ფართის შესაძენად კომპენსაცია უკვე მიიღო, დანაჩენებს კი - ჰპირდებიან. ჯერჯერობით უკომპენსაციოდ დარჩენილი დევნილები აცხადებენ, რომ ღამის ღია ცის ქვეშ გათენება მოუწევთ. გამოსახლებულთა შორის აღმოჩნდა სოხუმიდან დევნილი ოჯახიც, რომელსაც მანამდე საკუთარი სახლი ჰქონდა ავლაბარში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. როგორც ამ ოჯახის წევრები აცხადებენ, რეზიდენციის მშენებლობის გამო მათი საკუთრების ნაცვლად, ახალი საცხოვრებლის მოძიებამდე ქირის გადახდას დაჰპიდნენ, შემდეგ კი - ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში შეასახლეს.
XS
SM
MD
LG