Accessibility links

logo-print

მედვედევმა კოკოითი დღეს სოჭში მიიღო


რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი დღეს სოჭში მიიღო. მედვედევმა კოკოითის განუცხადა, რომ ცხინვალის მხარდაჭერის კურსი უცვლელია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეთა დაცვის და შემდეგ ამ ორი რესპუბლიკის აღიარების გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა, შემდგომმა ორმა წელმა მსგავსი გადაწყვეტილების აუცილებლობა დაადასტურა.
XS
SM
MD
LG