Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტერენკო: ეს-300-ის აფხაზეთში განთავსება მოსკოვის საერთაშორისო ვალდებულებებს არ არღვევს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-300 თავდაცვის საშუალებაა და აფხაზეთში მისი განთავსება მოსკოვის საერთაშორისო ვალდებულებებს არ არღვევს. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს თქმით, ეს სისტემა აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის საშტატო, თავდაცვითი შეიარაღებაა და მისი არსებობა რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი სწორედ საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG