Accessibility links

logo-print

მოსკოვი: აფხაზეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკვე ორი წელია, განთავსებულია


რუსეთმა დაადასტურა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-300 აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა. სააგენტოები ინტერფაქსი და რია-ნოვოსტი კრემლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთმა ეს ფაქტი დასავლეთელ პარტნიორებს მაშინვე აცნობა. ამავე წყაროს განმარტებით, ამჟამად აფხაზეთში მხოლოდ კომპლექსის დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. რუსეთის სამხედო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ზელინმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზეთში ეს-300 განთავსდა. იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან აფხაზეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკვე 2 წელია არსებობს.
XS
SM
MD
LG